- დღეს, ზუგდიდში, სასტუმრო ლეთოში, გაიმართა შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის “შშმ პირთა დასაქმების ხელეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე” მიზნებსა და ამოცანებს, ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო გეგმებს, რომელსაც “საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა წარმოადგინა.
შეხვედრის მონაწილეებს, სლოვაკეთის პარტნიორი ორგანიზაციის TENETET-ის წარმომადგენელმა ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია. განიხილეს რეგიონის მასშტაბით სოციალური პასუხისმგებლობის წარმატებული მაგალითები და ბიზნესის სოციალური პასუხხსიმეგბლობის განვითარების პერსპექტივები ქვემო ქართლის რეგიონში.
შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა პროექტის “შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს “საზოგადოება ბილიკი” Slovak Aid-ისა ფინანსური მხარდაჭერით.