თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა


  • თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამომავლო განვითარებას.

ქუთაისის ტორპედომ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს გამარჯვებაც წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი გახდა. ფეხბურთი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ტორპედო კი ისტორიული საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1946 წლიდან აქტიურად ასპარეზობს. მისი თიბისისთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს, გუნდის განვითარებას, შიდა სხვადასხვა მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას, ჩემპიონატებსა და ფესტივალებზე მათ ხელშეწყობას.

თიბისი ქუთაისის საფეხბურთო გუნდთან ერთად გეგმავს, რომ საერთო პროექტების მეშვეობით, რაც შეიძლება მეტი დაინტერესება გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს რეგიონების, და კონკრეტულად იმერეთის მხარის განვითარებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!