- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით, ნებისმიერ საკითხის თაობაზე კოორდინაციას გაუწევს.
” შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან”, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.