“შეიფარე”


4 აპრილს, ,,უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს”, ზუგდიდიც შეუერთდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები და ცხოველთა მოყვარულები, ცენტრალურ ხეივანთან შეიკრიბნენ პლაკატებით ხელში: „შეიფარე’’.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XjrVKnE4UeU[/embedyt]აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეგნატე შამუგიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი აქცია, წინა წლებთან შედარებით, ხალხმრავალი იყო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უფრო მეტნი იქნებიან. მისი განმარტებით, ქალაქში აუცილებელია არსებობდეს ძაღლთა თავშესაფარი. „ როგორც ადამიანს, ასევე, ძაღლებსაც გააჩნიათ უფლებები. თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია დავიცვათ მათი უფლებები.’’- განაცხადა შამუგიამ ჟურნალისტებთან.

მუნიციპალიტეტში ძაღლებისთვის თავშესაფრის აუცილებლობაზე ისაუბრა აქციის ყველაზე პატარა მონაწილემ ლიზი კორკელიამ. ის ამბობს, რომ ადამიანებმა ცხოველების მიმართ, მეტი სიყვარული და სითბო უნდა გამოიჩინონ.

აქციის რამდენიმე მონაწილეს საკუთარი ძაღლები ჰყავდა მოყვანილი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!