შალვა ქარჩავა-იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმს ახალი დირექტორი ჰყავს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრმა იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის დირექტორად ზუგდიდელი პოეტი შალვა ქარჩავა დანიშნა.

შალვა ქარჩავა “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ სახლ-მუზეუმი მნახველებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სასურველი ადგილი გახდეს.

შალვა ქარჩავა: “პირველ რიგში, მუზეუმის ეზოში არსებული სამწუხარო მდგომარეობის მოწესრიგება და პრობლემების აღმოფხრაა მნიშვნელოვანი. თითქმის ყველაფერი გასაკეთებელია. უმთავრესი მიზანი გახლავთ იონა მუნარგიას მუზეუმის გამოცოცხლება. ლიტერატურული საღამოები, ახალგაზდების სიმრავლე, რომ იყოს ყოველდღე.

მუზეუმის უკან არსებული ტერიტორია არის გატყიურებული. ამ დღეებში ველოდები კეთილმოწყობის სამსახურს. ხვალ დეპუტატიც მოდის და ერთად უნდა შევიმუშაოთ გეგმა. ეტაპობრივად მოხდეს მუზეუმის სახის დაბრუნება. მგონია, ძროხებს რეკავდნენ შიგნით. ამ საკითხზეც ველაპარაკე მოსახლეობას და მითხრეს მსგავსი ფაქტი არ მოხდებაო. იმედი მაქვს, ზუგდიდის მერია ყველაფერში დამიდგება გვერდით და ერთობლივად ჩვენ ამ საკითხის მოგვარებას შევსძლებთ.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!