ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებათა სკრინინგი ზუგდიდელებისთვის


15-16 აპრილს, ქალაქ ზუგდიდის მერის მოწვევით, ზუგდიდში, მოსახლეობისათვის ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებათა სკრინინგი განხორციელდება. სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება უფასო კონსულტაცები: 1. ღვიძლის ვირუსული ჰეპატიტების გართულების ადრეული დიაგნოსტირება, კერძოდ ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის გამოვლენა. 2. სანაღვლე გზებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნური და არასიმსივნური პატოლოგიების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე. 3. პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) ანთებითი და სიმსივნური პროცესების დეტექცია (გამოვლინება).
სკრინინგს ჩაატარებენ „ავერსი კლინიკა“-ს ექიმები: 1. იოსებ გელაშილი ( ქირურგი) 2. ბადრი ქობალავა (ქირურგი) 3. ნიკოლოზ უბირია (ქირურგი) 4. კობა ხაჭვანი (რადიოლოგი) მირება იწარმოებს: 15 აპრილი- 14:00-18:00 საათი, 16 აპრილი- 10:00-17:00 საათი. მისამართი: ქ.ზუგდიდი მერაბ კოსტავას ქუჩა #5

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!