- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის “ქARTული” რიგით მეორე ფესტივალი.
ფესტივალი ორი ბლოკისგან შესდგებოდა და წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების რეპერტუარი.
ცენტრმა ფესტივალის სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები.
ფესტივალის დირექტორმა, ნატალია კემულარიამ განაცხადა, რომ ხელოვნების ფესტივალი ,,ქARTული” ეძღვნება მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი დირექტორის, ნინელი ჭითანავას ხსოვნას.
ფესტივალის ორგანიზატორია ააიპ ,,ხელოვნების ცენტრი” (დამფუძნებელი ნინო გოგოხია).