“ქრისტეს გზა-ჩვენი ევროპული არჩევანი”


  • დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის ‘’ქრისტეს გზა – ჩვენი ევროპული არჩევანი’’ (ავტორები: მაია თოდუა და თეონა ხუბულავა) დასკვნითი კონფერენცია ,,ნორჩი მკვლევარი 2023“ გაიმართა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილმა გამარჯვებულმა ავტორებმა თავიანთი ნაშრომები პრეზენტაციის სახით წარმოაჩინეს.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის მიზანია, დასავლურ-ევროპულ სამყაროსთან ქართული ქრისტიანული კულტურის ურთიერთობის ისტორიის გაცნობა.

პროექტი ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახლმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და ათონის ივერიის მონასტრის აშენებიდან 1040 წლის იუბილეს.

პროექტი ითვალისწინებს ‘’ღირსი მამების”, ქართველი სასულიერო და საეკლესიო მოღვაწეების, მთარგმნელთა, რეფორმატორთა, კულტურტრეგერთა, ‘’ივერიონის’’ დამფუძნებელთა და წინამძღვართა, ევროპული რანგის ჰუმანისტთა ღვაწლის შესწავლას და პოპულარიზაციას მოსწავლე-ახალგაზრდებში.

პროექტის მონაწილეები გაემგზავრებიან შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიაზე ტაო-კლარჯეთში. პროექტზე საუბრობს ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!