საბავშვო ბაღებს სათამაშო ინვენტარი გადაეცა


  • სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, საბავშვო ბაღებს სათამაშო ინვენტარი გადაეცა.

უწყების ცნობით, 15 დასახელების ინვენტარი სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას და შესაბამისად, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ეფექტურ წარმართვას შეუწყობს ხელს.

ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემის პროცესს ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორთან, ხათუნა თოლორაიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია და ვიცე მერი, კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.

საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარი ცენტრმა, შესაბამისი ტენდერის საფუძველზე შეისყიდა და საერთო ღირებულებამ 33 548 ლარი შეადგინა.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი. “ჩვენი აღსაზრდელებისათვის საინტერსო, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, რა თქმა უნდა, შესაბამისი თვალსაჩინო მასალებია საჭირო. მათი ზრდა-განვითარებისათვის, ყველა რესურსით უზრუნველყოფა, ჩვენი უპირველესი მიზანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!