სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, აქამდე იყო 6. ხოლო ღია სივრცეში ეს რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს – დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი, ღია სივრცეში – 15 – შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!