ქორდიკო გეთია


არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ სითბოში და ღიმილში ახვევენ მის ირგვლივ მყოფებს… სიკეთესაც მუდამ ბუნებრივად აკეთებენ, ყოველგვარი სცენარებისა და დაგეგმვების გარეშე. ქალბატონი ქორდიკო გეთიაც სწორედ ამგვარი პიროვნება იყო, ყველას რომ გადასწვდებოდა და მის წილ სიყვარულს არ დაუკარგავდა. მეგობარი და კოლეგა იყო და განუმეორებელი, მასწავლებელი იყო და… არა მარტო მეცნიერებას, ცხოვრებას ასწავლიდა ახალგაზრდებს,  დედა, ბებია იყო და შესაშური. მუდამ საქმიანი, მუდამ მოფუსფუსე, ყურადღებიანი, გულისხმიერი, რომელიც ერთი წუთითაც არ ჩამორჩენია თანამედროვე ცხოვრების რიტმს. მისი აღზრდილების არმია ამშვენებს ზუგდიდსა და საქართველოს -კაიკაცობას და კარგ ქალობას ქალბატონ ქორდიკოს რომ უმადლის… ხუთშაბათს, 21 იანვარს, მას მშობლიური მიწა ჩაიხუტებს, კოლეგები, აღზრდილები, მეგობრები, ახლობლები, ულამაზესი და განათლებული შთამომავლობა გააცილებს და ისეთ ალალ კურცხალს გაატანს, სასუფევლისკენ სავალ გზას რომ გაუნათებს. „საუკუნო იყოს ხსენება მისი“.

ყოფილი მეშვიდე სკოლის პედკოლექტივი


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!