ქეთი ჯეჯელავა, ფრანკფურტიდან, საქართველოს ჯანმრთელობას უსურვებს


  • ზუგდიდელი, 20 წლის, ქეთი ჯეჯელავა, გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში, ბიომეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ სადაც არის იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს და საქართველოში სასწრაფოდ დაბრუნებას არ თვლის საჭიროდ. ქეთი, ჩვენთვის გამოგზავნილ ბარათში, გვიყვება, თუ როგორ იცავს ფრანკფურტი თავს “უხილავი მტრისგან”.

ქეთი ჯეჯელავა: “-დაახლოებით ნახევარ წელზე მეტია, ფრანკფურტში ვცხოვრობ. საქართველოში ჩამოსვლა არ მიფიქრია. თავს დაცულად ვგრძნობ, ვიცავ წესებს და არ ვხედავ საქართველოში დაბრუნების აუცილებლობას. კარანტინი უკვე 4 კვირაა გამოცხადებულია. სასწავლო დაწესებულებები დაიხურა 20 აპრილამდე, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით სწავლა დაახლოებით მაისის ბოლომდე მხოლოდ ონლაინ ლექციებით გაგრძელდება. პრაქტიკები, სემინარები გადაიდო ივნისამდე. დაკეტილია ყველაფერი გარდა მარკეტებისა და აფთიაქებისა, ისევე, როგორც საქართველოში, მაგრამ პანიკა არ შეინიშნება. ხალხი გამოდის გარეთ, სეირნობენ, ხვდებიან მეგობრებს. უბრალოდ, იცავენ საჭირო დისტანციას. გერმანია კარგად უმკლავდება covid-19, რასაც სტატისტიკაც გვიდასტურებს.

ქართველ სტუდენტებს, ვისაც ვიცნობდი, ყველა უკან დაბრუნდა. რამდენიმეა ვინც აქ დარჩა და არც აპირებს წასვლას. საელჩომ მოგვწერა, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა, სად ვცხოვრობთ და სად ვსწავლობთ, ალბათ აუცილებლობის შემთხვევაში, დაგვეხმარებოდნენ კიდეც, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არის საშიშროება.

მარკეტებსა და აფთიაქებში ბევრ მოქალაქეს ერთად არ უშვებენ. რამდენიმე ადამიანი შედის ისე, რომ შესაძლებელი გახდეს დისტანციის დაცვა. გადახდა ხდება მხოლოდ ბარათით და გადახდისას მონიშნულია ადგილები ისე, რომ 1.5 მეტრიანი დისტანცია დაცულ იქნეს. მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავრჩეთ სახლებში. მთელს საქართველოს გისურვებთ ჯანმრთელობას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!