ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი “უბედურების ზონად” გამოცცხადა


  • შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა.

ამგვარად, პირველად ისტორიაში ეს რეჟიმი ყველა შტატში ამოქმედდა. ინფორმაციას მიკრობლოგ Twitter-ზე თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯად დირი ავრცელებს.

“პირველად ისტორიაში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 50-ვე შტატში უბედურების რეჟიმი მოქმედებს”, – წერს ის.

ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულია 529 951 ადამიანი, გარდაიცვალა 20 071 პაციენტი. COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

აშშ-ში ყველაზე მძიმე სიტუაცია ნიუ იორკის შტატშია. აქ კორონავირუსით დღეში დაახლოებით 700-მდე ადამიანი იღუპება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 778 562 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 108 902 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 1 =

Akismet ანტისპამი