,,ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობანი“


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დარბაზში, “ევროპის დღეების” ფარგლებში გაიხსნა გამოფენა “,ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობანი”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მდიდარი ლიტერატურა და ფოტომასალა, რომელშიც საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებია ასახული. ღონისძიება აბონემენტის განყოფილების უფროსმა ინგა ქარჩავამ გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფონდის მცველმა-ფერიდე აფაქიძემ. მან დადიანებისა და ევროპელების ურთიერთობაზე ისუბრა. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე წიგნი მიმოიხილეს მონაწილეებმა (ანი ცხადაია, მარი ნაჭყებია, თეკლე თირქია, ალექსანდრე ფიფია). საგუნდო-სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები (ანი ბუკია, მარიამ შოგირიძე).
მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე  მანანა გვარამია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!