“პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“


საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ფონდმა “აფხაზეთმა“, ზუგდიდის ტექნოპარკში ჩაატარა პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“, რეგიონალური პრეზენტაცია, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამოქალაქო სექტორის, სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.  პროექტის კოორდინატორის თამარ ხურცილავას ინფორმაციით, პროექტი განხორციელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. “პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.  კერძოდ, გამოცხადება საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით შეიმუშავებენ პროექტებს.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=CAq-8ux4dX0[/embedyt]

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი” დირექტორის ნუკრი მილორავას განმარტებით, პროექტს აქვს სამი მნიშვნელოვანი პროდუქტი. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lt1kdOu_sM4[/embedyt]

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის და პარტნიორობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.

პროექტი “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად”  ხორციელდება “არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის” მიერ. პროექტს ადგილზე ახორციელებენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF). პროექტის დონორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!