- “ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა.
გაკეთდა თემატური მოხსენებები.კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე, თინათინ ნიბლოშვილი.