მამუკა წოწერია-როგორც მერი, მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის მეგობარი, მსახური, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა


  • მეორე ტურის არჩევნები ზუგდიდში დასრულდა ზუგდიდელებისა და „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელებს ამ უდიდესი მხარდაჭერისთვის. -აცხადებს  “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია.

“ზუგდიდის მერობა ჩემთვის არის უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა კეთილმსახურებისა. როგორც მერი, მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის მეგობარი, მსახური, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა, ჩვენ ახლა გვჭირდება ემოციების დაცხრობა და იწყება მთავარი- მუხლჩაუხრელი შრომა ჩვენი ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარებისთვის”.-განაცხადა მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებთან.

ინფორმაციისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატ მამუკა წოწერიას მხარი, ამომრჩეველთა 51,631%-მა დაუჭირა. ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას 48,369%-მა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!