- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი კონკურსის „ქართული კალიგრაფია – 2023″ მონაწილეთა დაჯილდოება შედგა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინფორმაციით, კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. კონკურსანტებმა გადაწერეს ქართველ მწერალთა გამონათქვამები სამშობლოზე.
დღევანდელი ღონისიება მიეძღვნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებისან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.
წელს კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. კონკურსანტებმა გადაწერეს ქართველ მწერალთა გამონათქვამები სამშობლოზე.
ღონისძების ბოლოს მიტროპოლიტ: გერასიმეს ლოცვა კურთხევით ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები: ,,ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი” და ,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია” მე-2 ტომი.
კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.