ქალი, რომელიც იბრძვის და არ ნებდება


  • ზუგდიდელი ზინა ფიფია ტანსაცმლებს ჰყიდის ქუჩაში და ყოველ დღე, დილიდან საღამომდე… სევდიანია მისი ცხოვრების ისტორია.

ზინა ფიფია-კოპალიანი: -“69 წლის გახლავართ. მე ქალაქში ყველა მიცნობს. წლებია ამ სფეროში ვმუშაობ. ჩემს ცხოვრებაში იყო სიხარული, ბედნიერება და ტკივილიანი დღეები. მეგონა, ბედნიერი დედა და ქალი ვიქნებოდი, მაგრამ განგებამ სულ სხვანაირად წარმართა ჩემი ცხოვრება. ორი ვაჟი მყავდა. ერთი შვილი დამეღუპა. დენმა დაარტყა და იქ გაჩერდა ჩემი ცხოვრება. მეგონა, მეც მასთან ერთად მოვკვდი, მაგრამ ისევ შევძელი ფეხზე წამოდგომა. გარდაცვლილი ვაჟისგან ორი შვილიშვილი დამრჩა, – ქალ-ვაჟი. მე მათ ვჭირდები. გოგო სტუდენტია, ბიჭმა სკოლა დაამთავრა. მინდა გითხრათ, რომ დრო ტივილებს არ აყუჩებს, პირიქით, მონატრება უსაშველო ხდება. ჩემს ტკივილს კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა- მოგვიანებით, სახლი დამეწვა, ვერაფერი გადავარჩინეთ. წვალებით, ჩემი შრომით, ნათესავების და მეგობრების დახმარებით, შევძელით რაღაცის აღდგენა, მაგრამ მეუღლეც გარდაიცვალა. მე, ნერვიულობის ნიადაგზე პარკისონის დაავადება დამემატა. დილით, დახლზე, საქონელის დალაგება მიჭირს. თავისუფლად ვერ ვმოძრაობ, მეტყველებაც მიძნელდება. რაც აქ მილაგია, ტანსაცმლები და სხვა წვრილმანები, ჩემთვის ჩამოაქვთ, ვყიდი და ოჯახს, შვილიშვილებს ვუმართავ ხელს. დაღლის, მოდუნების, დანებების უფლება არ მაქვს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!