“ქალთა ქონებრივი უფლებები საქორწინო-საოჯახო ურთიერთობებში”


დღეს, კავშირმა “საფარმა” მოქალაქეებთან ქალების ეკონომიკური უფლებების შესახებ, შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, “საფარის” დირექტორმა ბაია პატარაიამ საქორწინო-საოჯახო ურთიერთობებში ქალთა ქონებრივ უფლებებზე ისაუბრა და მიმოიხილა 2017 წელს “საფარის” და გაეროს განვითარების ფონდის მიერ, ჩატარებული კვლევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში:არსებული პოლიტიკისა და ინიციატივების ანალიზი. “მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ქალებსა და კაცებს თანაბარი ქონებრივი უფლებები აქვთ ამ ქვეყანაში, პრაქტიკაში ასე არ ხორციელდება. მემკვიდრეობა და უძრავი ქონება ყოველთვის ბიჭს გადაეცემა და არა გოგოს, განქორწინების, შემთხვევაში ქონების თანაბრად გაყოფა არ ხდება. ალიმენტებს, როდესაც აკისრებენ განქორწინებულ მშობლებს, როგორც წესი, მამები ალიმენტს არ იდიან”.- უთხრა ჟურნალისტებს ბაია პატარაიამ.

შეხვედრაზე, ბაია პატარაიამ მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება, ამ საქმეებზე სამართლებრივი დავები აწარმოონ სასამართლოში. “ჩვენი ორგანიზაცია, ასეთ დავებს აწარმოებს სასამართლოში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ მომსახურეობას ვუწევთ. მათ შორის, პროექტით გათვალისწინებულია ზუგდიდში და წალენჯიხაში მსგავსი სერვისის შეთავაზება. მინდა გითხრათ, რომ ქალები ამ სერვისს იყენებენ, თუმცა უფრო აქტიურად, რომ იყენებდნენ, უკეთესი იქნებოდა, რა თქმა უნდა, წარმატებული მაგალითებიც გვაქვს”.

პრეზენტაციის ბოლოს, მხარეებს შორი დისკუსია გაიმართა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!