ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჟეტის შესრულების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. საფინანსო საბიუჟეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავა მოწვეულ აუდიტორიას ესაუბრა მაჩვენებლებზე, რომელიც შარშან დაფიქსირდა. ხარჩილავამ ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე,  განათლებაზე, კულტურულ ახალგაზრდულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვაზე, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე. სამოქალაქო აქტივისტ ეგნატე შამუგიას ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ჟურნალისტებთან მან აღნიშნა, რომ ქაღალდზე ბიუჯეტის შესრულება ჩანს 95%-ით, მაგრამ რეალურად ბიუჯეტი აღარ შესრულებულა 95%-ით, რაც გულისხმობს იმას, რომ წლის დასაწყისში არსებული გეგმა წლის ბოლოს არ განხორციელებულა 100%-ით, რადგან ნოემბერ-დეკემბერში მოხდა ბიუჯეტში ცვლილება, გეგმას მოაკლდა თანხები. ვერ ხერხებოდა ბიუჯეტის შესრულება. შემოსულობების ნაწილში რომელიც ეხება ადგილობრივ მოსაკრებლებს,  შესრულდა 50%-ით, როცა ის მარტივად საპროგნოზოა. ამის საკომპენსაციოდ, ნახევარი მილიონით დაგეგმილი ჯარიმებით და სანქციებით მერიამ შეასრულა მილიონ 29 ათას ლარად. შამუგია ამბობს, რომ ძირითადად ჯარიმების გადამხდელები არიან მეწარმე სუბიექტები, მათ დამატებითი ინვესტიციის განსახორციელებლად თავიანთ საწარმოებში მოაკლდათ ფული იმის გამო , რომ მერია ვერ ასრულებდა დაგეგმილ მაჩვენებელს. თავის მხრივ, საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ბიუჯეტის შესრულებას პოზიტიურად აფასებს და არ იზიარებს შამუგიას მოსაზრებას. ხარჩილავას თქმით, ერთი მუხლიდან მეორე მუხლში თუ იქნა გადატანილი გარკვეული თანხა, ამაში ცუდი არაფერია. მთავარია ძირითადი თანხები, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიიღო, წავიდა საჭიროებისამებრ, დაიხარჯა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,ზუგდიდელებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ. საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისსამმართველოს უფროსმა ლევან პაპავამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესრულებულ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდეს აუდიტის დასკვნა, რომელიც შეაფასებდა თვითმმართველი ერთეულის ორგანოების ფინანსურ საქმიანობას.

საკრებულოს წევრიმა კახაბერ ფარცვანიამ აღნიშნა, რომ ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნება გამორჩათ. ფარცვანიას თქმით, არც შიდა აუდიტის სამსახური არ არსებობდა მერიაში და მოგვიანებით შეიქმნა. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!