ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” 6 თვის ანგარიში წარადგინა


დღეს, ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებს, ფრაქციის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა და ფრაქციის წევრი კომისიის თავმჯდომარეებმა, ანგარიში ჩააბარეს ფრაქციას და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს აგრეთვე ფრაქციის სამომავლო გეგმები, ასევე შეაჯამეს მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები.  “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”ფრაქციის თავმჯდომარემ თამუნა ჯიქიამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფრაქციის სხდომებზე განხილულ და ინიცირებულ საკითხებზე. მისი განმარტებით, ფრაქციის მუშაობა ძირითადად, ამომრჩეველთან ურთიერთობაა, მათი პრობლემების გაზიარება და ოპერატიულად გადაწყვეტაა. “შევედრებიდან მთავარი იყო დასაქმება, შიდა გზების მოგვარება, წყალმომარება, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ჩვენ ვცდილობთ, მართლაც ვიყოთ ოპერატიულები და მათი პრობლემები იყოს დროულად მოგვარებული. ამასთანავე, ფრაქციის მუშაობის დროს ინიცირებული და გახილული საკითხები გვქონდა. ერთ-ერთი საკითხი იყო მოსაკრებლის შემოტანა მიწასთან დაკავშირებით, საკითი ეხებოდა ბატონ თამაზ ჟორჟლიანის სკვერს ან ქუჩას. გვსურდა გაგვეკეთებინა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. მივიღეთ ეთიკის კოდექსი, რომელიც ვფიქრობ, იყო მნიშვნელოვანი. განხილვის ეტაპზე არის და გვინდა, რომ დავარქვათ ცენტრალურ მოედანს  თავისუფლების სახელი, ხოლო გია ჭანტურიას სახელობის მოედანს გადაერქვას და დაერქვას პირველი რესპუბლიკის სახელი, თუმცა ეს არ მიიღება მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად, სწორედ, ამიტომ გამოქვეყნდა ჩვენი ინიციატივა, ველოდებით მოსახელობისგან მოსაზრებებს.”-განაცხადა ჟურნალისტებთან თამუნა ჯიქიამ.

დღევანდელ შეხვედრაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, შეხვედრის მონაწილეებთან აღნიშნა, რომ მალე დამზადდება ზუგდიდის საკრებულოს მობილური აპლიკაცია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ყველა სიახლე განთავსდება. მამუკა წოწერია ამბობს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობის მთავარი პრინცპი არის: ღიაობა, გამჭვირვალობა, მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და ანგარიშვალდებულება მათ წინაშე. “საკრებულო ყველანაირ ღონისძიებებს დგამს,  და აკეთებს, რომ ეს პრინციპი მაქსიმალურად იყოს დაცული და რაც მთავარია, ყველა ის ღონისძიება, რომელიც საკრებულოს თუ მერიის მიმართ იქნება დაგეგმილი თუ განხორციელებული უნდა იყოს აუცილებლად ხალხთან შეთანხმებული, მათი აქტიური ჩართულობით, როგორც პრობლემების იდენტიფიცირებაში, ასევე ამ პრობლემების გადაწყვეტის ღონისძიებების დაგეგმვაში და რაც მთავარია, მათ უნდა განახორციელონ კონტროლი ამ ღონისძიებების მიმდინარეობაზე”. IMG_6286

ფრაქციის ექვსი თვის ანგარიშის უსმენდა “სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მისასალმებელი ფაქტია, როცა თვითმმართველობა ახდენს ანგარიშვალდებულობას გამჭირვალობის პრინციპების დაცვას. “ფაქტი პრეცედენტულია და მისასალმებელია. დღევანდელ შეხვედრაზე, მე დამაკლდა ყოფილიყო შეფასებები უფრო საქმიანი და დეტალურად გვესაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში და რომლის განხორციელებაც იგეგმება. უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის, მომესმინა პირადად ის ინფორმაცია თუ რომელ პროექტს დაუჭირეს მხარი მთელი ამ პროცედურების განმავლოაბში, რაც საკრებულოს სხდომები მიმდინარეობდა. რა იყო მათი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ნაწილი. ზოგადად, მოხარული ვარ, რომ ჩვენს თვითმმართველობაში ინერგება პრაქტიკა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების”.

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ექვსი თვის ანგარიშის მოსმენას ოპოზიცია არ დასწრებია.

აღნიშნული ღონისძიებას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!