- “ფორსაჟი 9”-ის 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. გადაღებები დედაქალაქში აგვისტოში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან, 200-მდე სტუმარი ეწვევა.
ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.
“ფორსაჟის” მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები კი: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.