თამუნა ლილუაშვილი “Worlds championship”-ის ფინალშია


  • ამერიკაში, ლოს ანჯელესში მიმდინარეობს კონკურსი “Worlds championship”, სადაც მონაწილეობას ღებულობს, “რიბი-რაბოს” და ანსამბლ “გინცი”-ს წამყვანი სოლისტი, ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი, რომელიც კონკურსის ფინალში გავიდა.

ახალგაზრდა მომღერალმა “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ მიღწეული შედეგით ძალიან ბედნიერია.  “მართლა აღარ ვიცი რა ვთქვა… ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. ეს ყველაზე ბედნიერი წუთებია ჩემს ცხოვრებაში. ახლაც ვერ გამოვდივარ შოკიდან. ბედნიერი ვარ, რომ მე მერგო წილად საქართველოს “მსოფლიო ჩემპიონატზე” წარდგენა. ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს ჩვენი შესაძლებლობები. ეს დასაწყისია ხვალიდან იწყება სერიოზული მზადება ფინალისთვის, რომელიც 20 ივლისს გაიმართება. ხვალ მაქვს გასაუბრება თორმეტ პროდიუსერთან, რომლებიც ჩემმა ხმამ დააინტერესა. ფინალშიც ისე წარვსდგებით როგორც გვჩევია. აქ არ ვარ მხოლოდ მე. ჩემს გვერდით ჩემი საქართველოა.”-გვითხრა თამუნა ლილუაშვილმა.

კონკურსზე, მომღერალი მასწავლებელთან, ნინო მამფორიასთან ერთად იმყოფება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!