ფოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა 200 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება


  • ფოთლების, ბაღის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისათვის საჯარიმო სანქციები გამკაცრებულია. ახალი სანქციებით აღნიშნული ქმედება 200 ლარის ნაცვლად 500 ლარით ჯარიმდება.

“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, ფოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

1 ტონა მცენარეული ნარჩენი წვის შედეგად გამოყოფს 9კგ მიკრონაწილაკს, რომელიც ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებს და წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშ კვამლს.

კვამლი ამცირებს ჰაერში ჟანგბადის რაოდენობას და ზრდის მასში ჯანმრთელობისათვის საშიში ამიაკისა და მეთანის შემცველობას.

მცენარეული ნარჩენის კვამლი შეიცავს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებს და ამიტომაც, სმოგის სახით ერთი მეტრის სიმაღლეზე ჩერდება. სწორედ ამიტომ, მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა ბავშვებისთვის 6-ჯერ უფრო საზიანოა ვიდრე ზრდასრულებისთვის.

მძიმე მეტალებით გაჯერებული სმოგი ( ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან) ხელს უწყობს ადამიანებში ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ასთმა, ქვედა სასუნქთი გზების ინფექციები, ფილტვისა და ყელის კიბო.

მცენარეული ნარჩენების წვის შედეგად ჰაერის გარდა ნიადაგიც ბინძურდება და მის ზედა ფენებში მძიმე მეტალების შემცველობა 2-ჯერ იზრდება. მაგრამ რა უნდა ვუყოთ ფოთლებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოვლის ორი გზა არსებობს: კომპოსტირება – ფოთლების და საკვების ნარჩენების სპეციალურ ადგილას შენახვა და სასუქად გადაქცევა.

ფოთლების დატოვება მიწაზე – დროთა განმავლობაში ისინი ხომ ისედაც ბუნებრივ სასუქად იქცევიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!