უხვმა ნალექმა დააზიანა ბოტანიკური ბაღის რამდენიმე ლოკაცია (განახლებადი)


  • უხვა ნალექმა დიდი ზიანი მიაყენა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს.

დაიტბორა რამდენიმე ლოკაცია.

ძირიანად მოგლიჯა რამდენიმე ხე, რის შედეგაად დაზიანდა და გაირღვა რამდენიმე ადგილას ბოტანკური ბაღის ღობე.

დილიდანვე, ბოტანიკურ ბაღში მუშაობენ შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ჯგუფები.

ამ წუთებში, ბოტანიკურ ბაღში შესვლა აკრძალულია.

ბოტანიკური ბაღისთვის უხვი ნალექის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ, რედაქცია ინფორმაციას აზუსტებს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ბოტანიკურ ბაღში შვიდი ასაკოვანი ხე არის წაქცეული. “ოთხი ხე არის წაქცეული ღობის გასწრივ, სამი ბაღის შიდა ტერიტორიაზე. დილიდანვე, ბოტანიკურ ბაღში მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს მოქალაქეები ვერ შესძლებენ ბოტანიკურ ბაღში შესვლას.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!