- შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
“შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ. სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი”,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.