უფასო სასადილო ბენეფიციარებს კვირა დღესაც მოემსახურება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოს კვლავ ინდმეწარმე “თემური ქვარცხავა” მოემსახურება (მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მიმდინარე წელს, სხვა პრეტენდენტს ინდემეწარმე “თემური ქვარცხავას” გარდა მონაწილეობა არ მიუღია).

საწარმოს ხელმძღვანელმა თემურ ქვარცხავამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, უფასო სასადილო, სოციალურად დაუცველებს, კვირა დღესაც მოემსახურება.

უფასო სასადილო მიმდინარე წელს 280 ბენეფიციარს მოემსახურება. სახელმწიფოს წელიწადში, თითოეული მათგანის “დაპურება” 53. 82 დან 68.64 ლარი უჯდება.

მიმდინარე წელს სასადილოს მომსახურებაზე დაიხარჯება 158.216.80 ლარი.

უფასო სასადილო 11.00-საათიდან 14.00- საათამდე მუშაობს.

 

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!