უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა


  • მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. ღამით დაბომბეს ქალაქი ნიკოპოლიც. 

გავრცელებული ცნობით, ქალაქის მიმართულებით 100-მდე ჭურვი გაუშვეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბომბა სამი დასახლება, რის შედეგადაც დაშავდა რვა ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოთხ საკვანძო მიმართულებაზე რუსების შტურმი მოიგერიეს. ცეცხლის ქვეშ მოყვა ათობით დასახლებული პუნქტი. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს, გაეზარდათ წინსვლის ტემპი. ასევე, ვერ მოახერხეს სევერსკის გარშემო სიმაღლეების აღება და დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ სევერსკისა და ბახმუტის დაკავებას. ინსტიტუტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სამხრეთის მიმართულებით, ანდრეევკასა და ლოზოვზე განხორციელებულ წარუმატებელ თავდასხმებზე.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!