უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ


  • უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მორწმუნეები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

როგორც მედია წერს, იცვლება ზოგიერთი სხვა დღესასწაულის თარიღებიც, მაგალითად, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს იზეიმებენ.

გადაწყვეტილება ეპისკოპოსთა საბჭომ მიიღო, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე თავმჯდომარეობდა.

მედიის ცნობით, ახალი იულიუსის კალენდარზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამა წლის 1 სექტემბრიდან გადავა, როდესაც ახალი საეკლესიო წელი იწყება. ამასთან, ეკლესია უფლებას მისცემს სამრევლოებსა და მონასტრებს, სურვილის შემთხვევაში, ძველი კალენდარი გამოიყენონ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!