- უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 229 ბავშვი დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 421 ბავშვია დაშავებული.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 140-ს შეადგენს. კიევის ოლქში-116, ხარკოვის ოლქში -100, ჩერნიგოვის ოლქში -68, ხერსონის ოლქში -48, ლუგანსკის ოლქში -45, ნიკოლაევის ოლქში -44, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15.