ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა მდინარე ჩხოუშიის მარცხენა სანაპიორზე მოვაჭრე ქალბატონის მარინა ფარულავას განცხადებას. მარინა ფარულავა უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებს მერიას და ზედამხედველობის სამსახურს.
„თქვენ პირობა მოგვეცით, რომ ფართებზე გადასახდელი თანხა ექვსი თვის განმავლობაში არ გვექნებოდა, ერთი თვეა რაც შევედით სავაჭროდ და დაცვის ფული 30 ლარი გვაქვს გადასახდელი, პურს ვერ ვყიდულობთ, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, საერთოდ გაჭირვებული ადამიანების ბედი გაინტერესებთ, გგონიათ ყველაფერი მოაგვარეთ?“ მარინა ფარულავა ამბობს, დაკავებულ ადგილებში ძალით შეიყვანეს და შეთავაზებული ფართები მათთვის მიუღებელია. „ჩვენ ასე არ გავჩრდებით და აქციებს დავიწყებთ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SdxItyDcQOw[/embedyt]
მოვაჭრეებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. მისი თქმით, მოვაჭრეები პრობლემის განსახილველად არ იყვნენ მოსულები, მათ ხმაურის ატეხვა უნდოდათ. რაც შეეხება გადასახადს, მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ საკითხში გაერკვევა. „როგორც მოგეხსენებათ, გარემოვაჭრეებს შევთავაზეთ ფართები, თვითონაც თანახმა იყვნენ. ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ განაცხადა, რომ ის იხდს დაცვის ფულს, ამ საკითხში გავერკვევი, ადმინისტრაციასთან ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან, მაგრამ დაცვის საფასურს იმ ტერიტორიაზეც იხდიდნენ, ყველას შევხვდებით ინდივიდუალურად და გავერკვევი.”