თანამდებობის სარგოების გაზრდის საკითხი საკრებულომ გადადო


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხმაურიანი საკრებულოს დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ენმ“ ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ კომისიაზე ზუგდიდის მერიამ გამოიტანა ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის გაორმაგების საკითხი.მისი თქმით, დღეს, იგივე საკითხი იყო ბიუროზე განხილული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფრაქციამ  წინააღმდეგობა გაუწია, ანა წითლიძის თქმით,  მათ რეალურად დაიხიეს უკან და ეს საკითხი გაიტანეს ბიუროდან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YOLHKAfQXbE[/embedyt]

„დღეს, აქ, სწორედ ამ თანამდებობის სარგოების გაზრდის საკითხი უნდა ყოფილიყო მსჯელობის საკითხი. ამ მიზნით იყვნენ დღეს, მოქალაქეები. ის მოქალაქეები, 85 ბენეფიციარი, რომლებსაც იანვრის სოციალური დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეძლეოდათ, არ მისცა ერთადერთი, რეორგანიზაციის მოტივით, თუმცა რეორგანიზაცია არ შეეხოთ სამსახურის და განყოფილების უფროსებს, ასევე მთავარ სპეციალისტებს“. წითლიძის ბრალდებებს უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. მისი განმარტებით, საკრებულო არის ის ორგანო, რომელიც ადგენს  საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თუ არ გატანის მიზანშეწონილობას. „ჩვენ ჩავთვალეთ კონსულტაციის შედეგად არ იყო მიზაშეწონილი ამ საკითხის გატანა და ამ ეტაპზე არ განიხილება ხელფასების მომატება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას განმარტებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, საკრებულოს და მერიის მაღალჩინოსებისთვის ხელფასების მომატება უდიდესი შეცდომაა. „ამ ფონზე ორი დღეა „ევროპული საქართველო“ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლებაზე, რომ არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მივესალმებით თუ ამ გადაწყვეტილებაში დევს ის, რომ გაითავისეს რეალურად ის პრობლემა და მიხვდნენ, რომ უნდა იზრუნონ არა საკუთარ ხელფასებზე, არამედ მოსახლეობაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ზეწოლა შენელდება და ამ ფონზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ძალიან ცდებიან.“-განაცხადა ჟურნალისტებთან ბათლომე შელიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!