კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
პროექტის ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტი ითვალისწინებს მუნიციპალური სამსახურების მხარდაჭერას მწვანე საფარის (გამწვანება, ტყეები) მართვაში. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მომზადდა სამართლებრივი პაკეტის პროექტი თვითმმართველობებში ე. წ. „გამწვანების სამსახურების“ სისტემის გასაუმჯობესებლად.
მიმდინარე წლის 4 – 8 აპრილს, ქალაქ ზუგდიდში, ( 4,5,6 აპრილი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზი, ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა, #90; 7,8 აპრილი – ქალაქ ზუგდიდის მერიის საკონფერენციო დარბაზი, ქალაქი ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი #45) ტარდება ხუთდღიანი გადამზადების კურსი სამეგრელო–ზემო სვანეთის თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, რომელიც შემუშვებული რეგულაციების პროექტის გაცნობასთან ერთად ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს მწვანე ნარგავების მართვის საკითხებში.
CENN რეგიონალური კოორდინატორის მაია კოდუას თქმით, ტრენინგებს უძღვებიან მერიის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმოადგენლები. ტრენინგს წინ უსწრებდა საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა პრობლემები და საჭიროებს გაუმჯობესებას. პრობლემის არსიდან გამომდინარე, ბულვარში შევარჩიეთ ჭადრის ხე, რომელიც არის გამხმარი და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, აქედან გამომდინარე, ხეს ჩაუტარდება სწორი ფორმირება. კოდუას ინფორმაციითვე, მათ შეისწავლეს ხეების მდგომარეობა ქალაქის ტერიტორიებზე და მათი დაკვირვებით „სისტემა საჭიროებს გაუმჯობესებას, საჭიროა ცოდნისა და უნარების განვითარება შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან, რადგან სამწუხაროდ, დღეს არსებული სისტემა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მწვანე ნარგავების მართვა ხდებოდეს სწორი მიმართულებით“. კოდუა ამბობს,რომ ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ხეების გადაბელვის, რომელიც არ არის სწორი მიდგომა, და მათ არ უნდა ქონდეთ მასშტაბური ხასიათი.