- Associated Press-ის ცნობით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოსირო მორიმ განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2021 წლის 23 ივლისს გაიმართება.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადაიდო.