ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ქალბატონი მოათავსეს


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება-ცხელება და ხველა.

“როგორც პაციენტი ამბობს, ის მუშაობს ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან, რომლებთანაც უწევს მუშაობა. ქალბატონი არ ყოფილა თვითიზოლიაციაში. როგორც კი დაეწყო ცხელება და ხველა, მან მიმართა ინფექციურს, სადაც უტარდება ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, შემდეგ კვლევებზე”,-ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!