- ტიტიკო შონია ძირძველი ახალსოფლელი იყო. ის დაიბადა ახალსოფელში და მთელი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა. მართალია, არ ყოფილა უმაღლესი განათლებით, მაგრამ ათეული წლები ღირსეულად იმუშავა სოფელში, კულტურის სახლში, კინომექანიკოსად. ასევე, მღეროდა სოფლის მომღერალთა ანსამბლში.
ახალსოფლელები, ახლაც დიდი სიყვარულით იხსენებენ მას და იმ ადგილს, სადაც ის თანასოფლელებს ხვდებოდა და დღემდე მას “ტიტიკოს კინოს“ ეძახიან. ბატონი ტიტიკო სიცოცხლეშივე იყო დაფასებელი, ის, წლების მანძილზე, მაღალი ოსტატობით აკეთებდა თავის საქმეს.
ტიტიკო შონია იყო შესანიშნავი პიროვნება, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი ბაბუა. ამ ყველაფერთან ერთად კარგი მეზობელიც. მას, თანასოფლელები, “სტუმართმოყვარე ტიტოს“ ეძახდნენ. არაჩვეულებრივი მასპინძელი იყო. პატარასთან პატარა, დიდთან დიდი, წყნარი და დინჯი,-ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. მიმძიმს მისი გახსენება, ვიცი, რომ დიდხანს დარჩება მისი ხსოვნა თაობების მეხსიერებაში.
მეგობრები