ნათია როგავას ხსოვნას


  • მესამე წელია არ ხარ, ჩემო ნათია. როგორც შენი ოჯახის, ასევე ჩემთვისაც დიდი ტკივილი ხარ. ვერ ვივიწყებ შენს მასპინძლობას შენს ოფისში, მახსოვს, როგორ გაგიხარდა ჩემი სტუმრობა. ისეთი ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდი, მიხაროდა, რომ შენ, ასეთი ნიჭიერი და წარმატებული, საოცრად დახვეწილი, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ახალგაზრდა, სწორედ ჩემი სოფლიდან იყავი.  

ექიმის რთული რეჟიმით ცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო არ გრჩებოდა, მეუღლესთან გიორგი ჭაჭუასთან და უსაყვარლეს ვაჟიშვილთან, დემეტრესთან ერთად შეჰხაროდი ცხოვრებას.

შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი აუტანელია ჩვენი თანასოფლელებისთვის და ზუგდიდის საზოგადოებისთვის. ვწუხვარ, რომ შენს ნიჭს ვერ მოახმარ შენს პაციენტებს. დიდ სიყვარულს თესავდი, გულს დებდი საქმეში. ავადსახსენებელი 7 ნოემბერი, ტრაგედიის დღე და 25 ნოემბერი, შენი გარდაცვალების დღე, არასოდეს დაგვავიწყდება.

ჩემო ნათია, ნათქვამია, უფალი საუკეთესოებს ირჩევსო, ალბათ სასუფევლისთვის და გვწამს, შენ იქ დაიმკვიდრე სამუდამო განსასვენებელი. ტკივილიანია შენზე წარსულში საუბარი, უფალს ვთხოვ, ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!