მოშიმშილე ტარიელ ქობალიამ, რომელიც, დღეს თავის დაწვით იმუქრებოდა, შიმშილობა შეწყვიტა დადიანების კარის ეკლესიის მღვდლის მამა მალხაზ ჭანტურიას რჩევით. “მე მორწმუნე ადამიანი ვარ. მამაომ მთხოვა, შიმშილობა შემეწყვიტა, გადავიფიქრე ავზაკური განზრახვაც.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს მოვიდეს დევნილებთან და ხალხის ამბავი გაიგოს, როგორ ცხოვრობენ და რა პირობებში იმყოფებიან. ჩვენ ქალაქის მაჟორიტარი დაგვპირდა, რომ ორშაბათს კომისია ჩამოვა და შეისწავლის ჩვენს მდგომარეობას. მოვიდნენ და ობიექტურად შეისწავლონ აქაური მდგომარეობა”- განაცხადა ქობალიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=_5p3nQAKuxk[/embedyt]
შიმშილობას აგრძელებს სამი იძულებით გადაადგილებული ქალბატონი, რომლებიც რჩებიან რაიონული საავადმყოფოს ეზოში სპეციალურად გაშლილ კარავში.
დევნილები მოინახულეს დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა, რომლებმაც ურჩიეს მოშიმშილეებს შეეწყვიტათ შიმშილობა. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს დალი შონია. ის ამბობს, რომ შიმშილობას მანამ გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნები ბოლომდე არ იქნება დაკმაყოფილებული.
მოშიმშილეებთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო -ზემო სვნაეთის წარმომადგენლები და ”პატრიოტთა ალიანსის ”წევრი.