სხდომაზე დასწრება-არდასწრების თემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომაზე  იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ორსანტიიდან  ბესო გაბუნიას და ახალაბასთუმნიდან გრიგოლ სხულუხიას მიმართ, საკრებულოს სხდომებზე დაუსწრებლობის გამო საყვედური გამოთქვა.ნანავა ამბობს, რომ  „საკრებულო არის კოლეგიალური ორგანო და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. საკრებულო არ არის პრობაციის სამსახური, მოხვიდე ხელი მოაწერო და გაიპარო“. კომისიის თავმჯდომარისთვის გაუგებარია რას ნიშნავს დეპუტატების ეს ჟესტი. „პროტესტს ჩვენ გვიცხადებენ თუ საკრებულოს სხდომებს, მაშინ საერთოდ არ მობრძანდნენ და ხელიც არ მოაწერონ. ჩვენ შესაბამის, ადეკვატურ ზომებს მივიღებთ. ჩვენ არა ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად,  ვერ ამშვენებდეს საკრებულოს. ჩვენ ღირსეული  ადამიანები ვართ და არავინ არავისზე ნაკლები არაა კაცობით, განათლებით ღირსებით და პატრიოტობით“,

ნანავა ითხოვს საკრებულოს დეპუტატებისგან, თავიანთ ამომრჩევლებთან მიიტანონ სათქმელი, დაესწრონ კომისიის სხდომებს და მოსუმინონ საკრებულოს  გადაწყვეტილებებს.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

ზუგდიდელები გე-სთან საუბარში ახალაბასთუმნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ სხულუხიამ მაიზერ ნანავას შენიშვნა უარყო და  განაცხადა, რომ „ საკრებულოს სხდომებს ვესწრები, ბოლომდე დავრჩები თუ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტია.  კანონი არ მზღუდავს, რაც შეეხება  ამომრჩევლებს, მე მათ ინტენსიუარდ ვხვდები.“

ორსანტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო გაბუნიამ განაცხადა, რომ “მაიზერ ნანავა რას ამბობს, არ მაინტერესებს, ჩაიხედონ კანონში და კანონის ენით მელაპარაკონ, დააწესონ სანქციები, ჯარიმები იმ დეპუტატებისთვის ვინც არ დადის სხდომებზე, მე კი სხდომებზე  დავდივარ.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!