ზუგდიდის მერის მორიგი ანგარიში საზოგადოებას


განხორციელებულ და განსახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, დღეს, მოქალქეებს, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია. მოხსენებაში მოხვდა ისეთი პრობლემატური საკითხები, როგორებიცაა: წყალი, გარეგანათება, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება, ტროტუარებისა და შიდა გზების რეაბილიტაცია. მერმა ისაუბრა საბავშო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე, ” ქალაქში 17 საბავშვო ბაღია,  უმეტესობაში დევნილები ცხოვრობენ და მასწავლებლებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა”. მან აქვე განაცხადა, რომ ბაღის პედაგოგებს სექტემბრიდან 20% გაეზრდებათ  ხელფასი, ხოლო იანვრიდან ისევ 20% -ით. გოგოხიამ ისაუბრა პედაგოგების შვებულების თანხის ანაზღაურებაზე, რეაბილიტირებულ  ბაღებზე, მისი განცხადებით, კვლავ იგეგმება რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია.  მერმა დევნილებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ბარამიას ქუჩაზე მიმდინარეობს რამდენიმე 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

“ქალაქის ცენტრში რაც პრობლემები იყო მოგვარებულია, ორმოც ქუჩაზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. 25 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი გადაიხურა და ეტაპობრივად მოხდება დანარჩენი კორპუსების გადახურვა”. შეხვედრისას მერმა მადლობა გადაუხადა კომპანია „თბილ სახლს“ მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის რეკონსტრუქციისთვის. თქვა, რომ იგეგმება ჭადრაკის სახლის რეაბილიტაციაც. მერმა, ასევე, ისაუბრა სოციალურად დაუცველებზე, მისი თქმით, 15 სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლები გადაუხურეს. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მერმა განაცხდა, რომ იგეგმება კოსტავასა და მეუნარგიას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა, სპორტული მინი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის გზაჯვარედინებზე შუქნიშნების მოწყობა. მან ასევე დასძინა, რომ საცურაო აუზის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება. მერმის ანგარიშში მოხვდა ბოტანიკური ბაღი, კომბინატის სტადიონი და თეატრი. მერის განცხადებით: „2018 წელს თეატრი 150 წლის ხდება და იუბილეს ის ღირსეულად, შეხვდება“.

მერის მოხსენების დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა ქალაქის პირველს კითხვებით მიმართეს. მოქალაქე როსტომ ზარანდიამ მერს კითხვით მიმართა, უფასო სასადილოში არსებულ მდგომარეობაზე, პარკირებაზე, მოჭრილ ხეზე „მაკდონალსთან“, თუ ვინ გასცა ნებართვა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oP7kDzE8upA[/embedyt]

შეხვედრის ბოლოს, მერმა ჟურნალისთებთან „ჩაფუშულ“ ყინულის სახლზეც ისაუბრა. „ ჩვენ შიდა სამუშაოები ჩავატარეთ მხოლოდ, სპორტდარბაზი, სატრენაჟორო, გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელების ოთახები, სკამები, გახმოვანება და განათება. არანაირი კავშირი მის გამართვას ქალაქის მერიასთან არ ქონია. დაწყებული იყო წინა ხელისუფლების დროს, ისიც უკანონოდ. იყო განათლების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს  და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2ql8czM5uoY[/embedyt]

მსგავსი შეხვედრები მერთან ყოველთვიურად შედგება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!