სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ ერთობლივად, თანხა შეაგროვეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შეიძინეს პირველადი მოხმარების ყველა საჭირო ნივთი: ტელევიზორები, მაცივრები, სამზარეულოს ელექტრო მოწყობილობები, ჭურჭელი, სკამები,მაგიდები, საბნები, ბალიშები და პლედები. ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დილიდან აქტიურად მოდიოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც პირველადი დახმარების ნივთბი მოჰქონდათ. აქციას შეუერთდა ემიგრანტი (ირაკლი თოდუა).
აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური 40 კაციანი ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს, თბილისში, სტიქიის ზონაში, გაემგზავრონ და დახმარება აღმოუჩინონ დედაქალაქის მოსახლეობას. მსგავსი აქციები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და დავალებით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის ყველა ააიპ–ი წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამსახურების, განყოფილებების თანამშრომლებს და მოქალაქეებს გაწეული თანამშრომლობისა და გვერდში დგომისათვის.