პოლონელთა გამოცდილება Zugdidelebi.ge-ს


3-5 ივნისს, ქ.თელავში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი როგორც ცალკეული მედია-პროდუქტი.’’ ტრენინგის ორგანიზატორი კომპანია იყო „democracy society east’’, რომელიც უანგაროდ ეხმარება აღმოსავლელ პარტნიორ რედაქციებს. საქართველოში ტრენინგს ატარებდა ქ-ნი ალიცია მოლენდა, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი გაზეთის, კვირეულ „Przelom’’-ისა და ასევე პორტალ „Przelom.pl’’-ის გამომცემელია. პროექტი დაფინანსდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის 2015 წლის დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში. ასევე დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული ფონდის „თავისუფლების“ პროგრამა RITA – ს მიერ, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.
ტრენინგი შეეხო სხვადასხვა, ადგილობრივი რედაქციისათვის მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ლოკალური საინფორმაციო პორტალის განვითარება, მისი საქმიანობა, რეკლამირება და სპეციფიკა. პოლონელ ექსპერტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა გაზეთ „ზუგდიდისა“ და პორტალ „zugdidelebi.ge’’-ს ახალგაზრდა კორესპოდენტი ლუკა კიტია, რომელმაც პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ მიღებული გამოცდილება და ცოდნა თანამშრომლებსაც გაუზიარა. საინფორმაციო პორტალი „zugdidelebi.ge’’ ტრენინგის შემდეგ კიდევ უფრო ოპერატიულად, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით განაგრძობს მუშაობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!