- მთელი კვირის განმავლობაში, ღია კარის დღის ფარგლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებს მომავალი აღსაზრდელები, მათი მშობლები, თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ბაღების ხელმძღვანელებმა, აღმზრდელებმა და მეთოდისტებმა სტუმრებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესით გათვალისწინებული აქტივობები და ბაღების ინფრასტრუქტურა გააცნეს.
