- 13 სექტემბერს ქუთაისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში, ზუგდიდელმა მოჭადრაკემ გრიგოლ ბეჭვაიამ 18 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატში, რომელიც 8-დან 18 წლამდე ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს შორის ჩატარდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
