- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სპორტის მუზეუმი 5 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის მუზეუმში 5 წლის მანძილზე თავმოყრილი ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების გამოფენა გაიხსნა.
ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის სპორტის მუზეუმის დირექტორმა როლანდ მაქაცარიამ განაცხადა: “აქ ისეთი ექსპონატებია, რომლითაც ვამაყობთ. ამ სპორტსმენებმა ქვეყანა, ქალაქი ასახელეს, შემდეგ ევროპა და მთლიანად მსოფლიო.”
ექსპონატების ძირითადი ნაწილი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების სიგელებს, თასებს, აქსესუარებს და სხვადასხვა სახის ჯილდოებს მოიცავს.
გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.