- მედიის ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი პირველ რეგულარულ რეისებს 2025 წლის დასაწყისში მოემსახურება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოხუმიდან თვითმფრინავები რეისებს რუსეთის შვიდ ქალაქში შეასრულებენ: მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, ყაზანში, სოჭსა და კრასნოდარში.