ზუგდიდის სოციალური საცხოვრისის 15 ბენეფიციარს მერიისგან საახალწლო ნობათი გადაეცა. ბენეფიციარებს სასაჩუქრე კალათები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
სასაჩუქრე კალათა, რომლის ღირებულება 60 ლარამდეა, ჯამში 550 ბენეფიციარს გადაეცემა.