საქველმოქმედო საღამო-“ნინოსათვის”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო-“ნინოსათვის”, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე პოეტ ქალს, ბიბლიოთეკის მეგობარს-ნინო კემულარიას.

ღონისძიება გახსნა ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა მადონა მაქაცარიამ, შემდეგ სიტყვით გამოვიდა ნინოს მეგობარი, პოეტი ლაშა გვასალია (სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი), მან ისაუბრა ნინოს ბავშვობაზე, შეაფასა მისი პოეზია. ნინოს მიესალმნენ პოეტი გია ჯიჭონაია, ზურაბ კვარაცხელია, ლუიზა ცანავა (ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი), პოეტის მეგობრებმა საბა ხვიჩიამ, თაკო ყორშიამ, დემეტრე ზარქუამ და ივდო ოტობარმა ბიბლიოთეკის მკითხველებმა (თამთა ძაძამიამ, ანა ქირიამ, სალომე აკობიამ, ნინი კორკელიამ, სესილი გაბეჩავამ, ნინი გამსახურდიამ) წაიკითხეს როგორც ნინოს, ასევე საკუთარი ლექსები, ანსამბლ “ოდოიას”(ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი-დირექტორი-მანუჩარ სამუშია) მონაწილეობით გაჟღერდა მუსიკალური ნომრები.

“შემოწირულობის ყუთში შეგროვდა გარკვეული თანხა, რომლითაც ჩვენ გამოვხატეთ თანადგომა და მხარდაჭერა ნინოსათვის! ეს იყო სიყვარულის, მეგობრობის, თანადგომის საღამო. მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისათვის, სიკეთისათვის, ნინოს დახმარებისათვის.”-განაცხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!