სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდება


  • ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა პრინციპით მოხდება სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება.

“სოციალური მიმართულებით ყველა ის ვალდებულება, რაც ქვეყანას აღებული აქვს გაგრძელდება 2023 წელსაც. ეს პროგრამები, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას, მოქმედებს შემდეგი პრინციპით: იმ ოჯახებს, რომლებსაც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 1 კვტ/საათზე დაახლოებით 12 თეთრამდე მოხდება, ხოლო 70-150 ქულის მქონე ოჯახებში ეს მოხდება დაახლოებით 3.5 თეთრით. ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!